გთავაზობთ ჯგუფურ ტურს სალონიკი - მეტეორა-სუროტის მიმართულებით

ტურის ღირებულება მოგზაურობის პერიოდების მიხედვით:
2-3-4-5 ოქტომბერი- 950 ლარი; 9-10-11-12 ოქტომბერი-950 ლარი;
16-17-18-19 ოქტომბერი-950 ლარი; 30-31 ოქტომბერი-1-2 ნოემბერი - 870 ლარი;
6-7-8-9 ნოემბერი 850 ლარი; 13-14-15-16 ნოემბერი 850 ლარი; 20-21-22-23 ნოემბერი 850 ლარი; 27-28-29-30 ნოემბერი - 800 ლარი
4-5-6-7 დეკემბერი - 800 ლარი; 11-12-13-14 დეკემბერი - 800 ლარი; 25-26-27-28 დეკემბერი - 800 ლარი;
15-16-17-18 იანვარი 800 ლარი; 29-30-31-იანვარი - 1 თებერვალი 800 ლარი
5-6-7-8 თებერვლი 800 ლარი;
5-6-7-8 თებერვლი 800 ლარი; 19-20-21-22
თებერვლი 800 ლარი; 6-27-28-29
თებერვლი 800 ლარი
12-13-14-15 მარტი 800 ლარი; 19-20-21-22
მარტი 800 ლარი; 26-27-28-29
მარტი 800 ლარი;
2-3-4-5 აპრილი 800 ლარი; 9-10-11-12
აპრილი 800 ლარი; 16-17-18-19- აპრილი 800 ლარი; 30 აპრილი-1-2-3 მაისი 800 ლარი
მოსანახულებელი ობიექტები:
სალონიკი - იგივე თესალონიკი, საბერძნეთის სიდიდით მეორე ქალაქი ეგეოსის ზღვის თერმაიკოსის ყურის სანაპიროზე. ცნობილია როგორც საბერძნეთის კულტურული და გასტრონომიული დედაქალაქი. ქალაქი ძვ. წ. 315 წელს დაარსდა და სახელი ალექსანდრე მაკედონელის დის, თესალონიკეს პატივსაცემად ეწოდა. იგი იყო ბიზანტიის იმპერიის ,,თანა-დედაქალაქი" კონსტანტინოპოლის შემდეგ. სალონიკში მდებარე 15 მონუმენტი შეტანილია UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში, მათ შორის ადრეული ქრისტიანული და ბიზანტიური ნაგებობები.
მეტეორას სამონასტრო კომპლექსი - გასვლა მეტეორას მიმართულებით 08:00 საათზე - დაბრუნება სალონიკში 20:00 საათზე.
სუროტი - იოანე ღვთისმეტყველის სახელობის დედათა მონასტერი. ადგილი სადაც წმინდა მამა პაისი ათონელის საფლავია.
ანო პოლი, თესალონიკის ყველაზე ლამაზი და ძველი ქალაქი. ეს ნაწილი 1917 წლის ხანძარს გადაურჩა და ტრადიციული იერსახე შეინარჩუნა. აქ დაგხვდებათ ძველი ტაძრები, კოშკები და ბიზანტიური კედლის ნანგრევები. ბერძნებისთვის ანო პოლი ქალაქის ყველაზე ავთენტური დასახლებაა. ფეხით გავისეირნებთ რიყის ქვებით მოპირკეთებულ გზაზე, დავათვალიერებთთ ბალკანური სახლებს ოტომანის იმპერიიდან.
წმინდა ხარლამპოსის და ქრისტეფორეს სახელობის ეკლესია
ტრიუმფალური თაღი - აგებულია 305 წელს რომის იმპერატორის მიერ სპარსელებზე გამარჯვების აღსანიშნავად.
როტონდა - მომაჯადოებელი საიმპერიო ნაგებობა მაღალი გუმბათით. ის მე-4 საუკუნეში იმპერატორმა გალერიუსმა დაუკვეთა, როგორც სასახლის ნაწილი. შენობა წარმართულ საყდრადაც გამოიყენებოდა, ქრისტიანული ტაძრადაც და ოტომანურ მეჩეთადაც. კედლებზე ახლად აღდგენილი მე-5 საუკუნის დროინდელი პალეო-ქრისტიანული მოზაიკებია. დღეს როტონდა მუზეუმად ფუნქციონირებს, სადაც ტურისტებს საშუალება აქვთ იხილონ უნიკალური მოზაიკები და იშვიათი ფრესკები.
წმინდა დემეტრიუს თესალონიკელის ტაძარი - მას შემდეგ, რაც თესალონიკის მფარველი, წმ. დემეტრიუსი აწამეს, ამ ადგილას ეკლესია აიგო. აქვეა დაბრძანებული მისი წმინდა ნაწილები. ტაძრის ქვედა ნაწილში მდებარეობს მიწისქვეშა მუზეუმი-კატაკომბი.
რომაული აგორა - უძველესი რომაული ფორუმი. მეხუთე საუკუნეში აქ განთავსებული იყო საჯარო შენობები, ოდეონის კონსერვატორია, აბანოები, მაღაზიები და გალერეები და წარმოადგენდა ქალაქის ეკონომიკურ, სავაჭრო და საზოგადოებრივ ცენტრს.
აია სოფიას ტაძარი - მისი ამჟამინდელი სტრუქტურა დათარიღებულია VII საუკუნით და ამ თვალსაზრისით ქალაქში ყველაზე ძველი ნაგებობაა. შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.
კატაკომბები, იოანე ნათლისმცემლის წყარო (I-III სს), (ამჟამად მიმდინარეობს რესტავრაცია).
თეთრი კოშკი - აიგო ოტომანების ოკუპაციის პერიოდშივ1535 წელს. სიმაღლე 27 მეტრი. თავდაპირველად წარმოადგენდა ციხეს, რომელიც დიდი კედლებით იყო გარშემორტყმული. ამჟამად აქ განთავსებული მუზეუმია.
ალექსანდრე მაკედონელის და ფილიპეს ქანდაკებები.
ეგეოსის ზღვის ნაპირზე აღმართული გიორგიოს ზოგოლოპულოსის ქოლგები.
არისტოტელეს მოედანი - სალონიკის ყველაზე ცენტრალური და ცნობილი მოედანი, რომელიც 1917 წლის ხანძრის შემდეგ დაპროექტდა და თერმაიკოსის ყურეს გადაჰყურებს. იგი კულტურული ცხოვრების, კაფეებისა და ღონისძიებების ადგილია, სადაც ბერძენი ფილოსოფოსის, არისტოტელეს, ქანდაკება დგას და სიმბოლურად ქალაქის გულს წარმოადგენს. ადგილობრივ მოსახლეობას სჯერა, რომ თუ არისტოტელეს ცერა თითს შეეხებიან და სურვილს ჩაიფიქრებენ, აუცილებლად აუსრულდებათ.
სალონიკის პორტი - აქვეა შესაძლებელი ბერძნული სამზარეულოს გაცნობა
30 წუთიანი კრუიზი ეგეოსის ზღვაზე - სურვილის შემთხვევაში
ციმისკის ქუჩა - ნაცნობი და უცნობი ბრენდული მაღაზიები (საშოპინგოდ)
გასათვალისწინებელი საკითხები:
საწყისი ფასი ვრცელდება მხოლოდ პირველ 8 ჯავშანზე უახლოესი 72 საათის განმავლობაში, შემდგომ პერიოდში ფასი იმატებს ავიაბილეთის ფასის ზრდის შესაბამისად.

ტურის დასაჯავშნად იხდით ღირებულების 50%, დარცენილი თანხის გადახდა ხდება გამგზავრებამდე 10 დღით ადრე

ჯავშნის გაუქმების შემთხვევაში ჩარიცხული თანხა უკან ვერ ბრუნდება

ავიაკომპანიის მიერ განხორციელებული ცვლილებების შემთხვევაში, სააგენტო პასუხისმგებელი არ არის, მომხმარებელი ვალდებულია მოერგოს ცვლილებებს

მუზეუმებში სარგებლობთ შიდა გიდის ან აუდიო გიდის მომსახურებით.

საზღვრის კვეთისთვის აუცილებელია საზღვარგარეთის პასპორტი, მინიმუმ 6 თვიანი ვადით.

მანდილოსნებმა თან იქონიეთ თავსაბურავი და კაბა, ვისაც სურს ეკლესიაში მოლოცვა.

ორგანიზატორის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ვიხსნით პასუხისმგებლობას.

ფორსმაჟორ სიტუაციებში უფლებას ვიტოვებთ შეიცვალოს ტურის მიმდინარეობა.

ტურის დასაჯავშნად (ასევე სასკოლო და კორპორატიული ტურების დასაგეგმად) და დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ფეისბუქზე ან დაგვიკავშირდით:
☎️ 577 410 333; 511 305 511 Whatsapp - 511 305 511
Warning! You are not allowed to view this text.