1 დღიანი ტური ლორე-ტაშირში
აღწერა
გთავაზობთ 1 დღიან ტურს ისტორიულ ლორე-ტაშირში, რომელიც მდებარეობს ამჟამინდელი სომხეთის ტერიტორიაზე.
ტურის ღირებულება 65 ლარი.







ტურის ფარგლებში მოვინახულებთ მდინარე დებედას ულამაზეს ხეობაში არსებულ ქართულ და სომხურ ეკლესია-მონასტრებს.:
ახტალის სამონასტრო კომპლექსი -X ს.
აჰპატი სომხური არქიტექტურის საოცარი ნიმუში,იუნესკოს ძეგლთა დაცვის სიაშია არსებული X-XII სს ძეგლი.
სანაჰინი
ქობაირის მონასტერი
ქ. ალავერდი და ქვის თაღოვანი ხიდი.( თამარის ხიდი) ალავერდში სომხური ტკბილეულის და ძეხვეულის შესაძენად გვექნება დრო.
ოძუნის მონასტერი- VI ს.
ფეხით გასავლელი მანძილი დაახლოებით 2 კმ ტურის განმავლობაში.
ტურის ღირებულებაა 65 ლარი.
ღირებულებაში შედის:
ტრანსპორტირება კომფორტული მიკროავტობუსით
საბაჟო გადასახადები
პროფესიონალი გიდი, ლორე-ტაშირის უზადოდ მცოდნე მეგი ბერიძე 
ფასში არ შედის კვება.
გასათვალისწინებელი საკითხები:
გასვლა 8.00 საათზე დიდუბე, სამთო ქიმიის მოპირდაპირე მხარე.
დაბრუნება 21:00 საათზე
საზღვრის გადაკვეთა შეგიძლიათ როგორც პასპორტით, ასევე ID ბარათით.
ტურზე დასწრების დასტურად, ვეწერებით სიაში და დასაჯავშნად ვიხდით ტურის საფასურს.
შეკრების ადგილას არ ვაგვიანებთ.
ჩაცმულობა კომფორტული (სპორტული).
თან იქონიეთ: თბილი მოსაცმელი, კომფორტული ფეხსაცმელი, წყალი და ერთი დღის საკვები მგზავრობის პერიოდისთვის.
ტური ჩატარდება ამინდის მიუხედავად.
ორგანიზატორის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ვიხსნით პასუხისმგებლობას.
ფორსმაჟორულ სიტუაციებში უფლებას ვიტოვებთ შეიცვალოს ტურის მიმდინარეობა.
ტრანსპორტში თქვენთვის სასურველი ადგილის დაკავების მიზნით, დროულად მოდით და დაიკავეთ სასურველი ადგილი.
ტურის ფარგლებში მოვინახულებთ მდინარე დებედას ულამაზეს ხეობაში არსებულ ქართულ და სომხურ ეკლესია-მონასტრებს.:
ფეხით გასავლელი მანძილი დაახლოებით 2 კმ ტურის განმავლობაში.
დაბრუნება 21:00 საათზე